საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეცხრე დღეს საქართველოში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალი გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი შტამით ინფიცირებულ ყველა მოქალაქესთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მათ შორის ექვსს „კოვიდ-19“-ის სხვა შტამი უკვე გადატანილი აქვს. საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ 30-მდე მუტაციის მქონე შტამმა დაასრულოს კორონა-პანდემია 2022 წელს. ამ პროგნოზის მიუხედავად, სწრაფი ტემპებით გადამდები შტამისგან თავდასაცავად პანდემიის მართვის პოლიტიკის მთავარი ხაზი კვლავ ვაქცინაციის გააქტიურებაზე გადის. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, აცრის 200-ლარიანი წამახალისებელი დახმარების გასაცემად ასაკობრივმა ზღვარმა 60-დან 50 წლამდე ჩამოიწია.