საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი.

ლაბორატორიულმა კვლევებმა გადადების მაღალი ხარისხით გამორჩეული, მუტირებული სახეობა უკვე 18 ადამიანში დაადასტურა. ვირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელების პრევენციისთვის და მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს. საქართველო რამდენიმე ვაქცინის სოლიდურ მარაგებს ივლისიდან ელოდება, მასობრივი ვაქცინაციისთვის საჭირო პუნქტების მოსაწყობად მზადება დაწყებულია. დღესვე ცნობილი ხდება ის რამდენიმე შეღავათი, რომლებიც ორჯერ აცრილ პირებზე უნდა გავრცელდეს.