საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებაა დაანონსებული, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინის, „ფაიზერის“ მიღების ზუსტი დრო ისევ არ კონკრეტდება.

იზრდება აცრის კაბინეტების რაოდენობა. ზაფხულში დღეში საშუალოდ 20 000-ზე მეტი მოქალაქის აცრა იგეგმება, რის გამოც იმუნიზაციის პუნქტების მოწყობას სტადიონებზე, საგამოფენო პავილიონებსა და სხვა დიდ სივრცეებშიც აპირებენ. ამ მიზნით დედაქალაქში რამდენიმე ადგილი უკვე შერჩეულია. სწორედ ვაქცინების შესყიდვაზე, სამედიცინო ბრიგადების გადამზადებასა და აცრის პუნქტების მოწყობაში უნდა დაიხარჯოს ის სოლიდური თანხა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის კიდევ ერთხელ გამოყო. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სურათს, თუ მომდევნო ორ კვირაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

დატოვე კომენტარი