საკონტრაქტო სამხედრო სამსახური

სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დაიწყო.

ხელშეკრულებები ოთხწლიანია. 18-დან 36 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახუროს. გაზრდილია ანაზღაურება, ასევე გაუმჯობესებულია სოციალური პაკეტი და დაზღვევის პირობები. შეღავათებია გათვალისწინებული სტუდენტებისთვის, ასევე იმ სამხედროებისთვის, რომლებსაც ოჯახში სტუდენტები ჰყავთ. ახალი კონტრაქტები სხვა სიახლეებსაც გულისხმობს.