საკონტრაქტო სამხედრო სამსახური

მზარდი ხელფასი, კარიერული და პროფესიული კურსების გავლა, ცალკე პროფესიის დაუფლების შანსი – ეს ის პირობებია, რომლებსაც მოქალაქეებს სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში ჰპირდებიან.

თავდაცვის სამინისტრო მსურველთა განაცხადებს სწავლობს. კონტრაქტები ოთხწლიანია. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ჩარიცხვამდე ჯერ სამხედრო მომზადების რამდენიმეკვირიანი კურსია გასავლელი. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შეღავათებიცაა გათვალისწინებული.