საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

დღის ბოლომდე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს უყრის. საკითხის გასვლას 113 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ოპოზიცია მზად არის, დოკუმენტს მხარი დაუჭიროს მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესზე ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა.

პარტიები თანხმდებიან ორ საკითხზე, ესენია საარჩევნო ბარიერის დაწევა 5-დან ორ პროცენტამდე და ფრაქციის შექმნის წესის ცვლილება. კანონმდებლებმა უკვე განიხილეს საკითხი კითხვა-პასუხის რეჟიმში, ახლა კი პოლიტიკურ დებატებს მართავენ.

როგორ მიმდინარეობს პროცესი – განხილვას თეონა მანაგაძე აკვირდება.