საკონსულტაციო შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, საკონსულტაციო შეხვედრა აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან გამართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე არეშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გიორგი მანველიძე. საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს.