საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული მასწავლებლების ჩართულობით საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება. აღნიშნული ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტროს საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს. ამის შესახებ მინისტრისა და 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საუბარი შეეხო 2026-2027 სასწავლო წლის სიახლეებს, ზოგადი განათლების რეფორმას, ახალ სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ფორმებს.