საკონსტიტუციოში ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის არსებითი განხილვა იწყება

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის არსებითი განხილვა იწყება. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ დღეს მოქმედი რეგულაციები, სასამართლოს მიერ უკვე გაუქმებული ნორმების იდენტურია. მათივე განცხადებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ე.წ. გასაღები აქვს, სუს-ის დაქვემდებარებაშია და შესაბამისად, ის საგამოძიებო ინტერესებისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს 326-მა მოქალაქემ მიმართა, მათ შორის სახალხო დამცველმა.