საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

21:18, 07.12.2018

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტისთვის მოულოდნელი მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.

მოსამართლეთა პლენუმმა საბერძნეთის მოქალაქეების სარჩელი დააკმაყოფილა და ხელისუფლების მიერ შარშან დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურად სცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორიუმი უქმდება, თუმცა მხოლოდ ცხრა დღით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მიწების შეძენის და დარეგისტრირების უფლებას 16 დეკემბრის შემდეგ ისევ დაკარგავენ.

მსგავსი