საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორიუმი ანულირებულია.

გადაწყვეტილება დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მან განხილვის გარეშე დააკმაყოფილა საბერძნეთის მოქალაქეების სარჩელი, ვინაიდან ანალოგიური გადაწყვეტილება სასამართლოს უკვე ქონდა მიღებული. თუმცა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებას კრძალავს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ამოქმედდება. შესაბამისად, უცხოელებზე მიწების რეგისტრაციის შესაძლებლობა მხოლოდ 16 დეკემბრამდე იმოქედებს.