საკონსტიტუციო სასამართლო 30 ივლისის ხმაურიან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებებს აკეთებს. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დადგენილება ბოლო წლებში მარიხუანის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემული არგუმენტაციის ლოგიკური გაგრძელებაა და კრიტიკა გაუგებარია.
ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ მედიასაშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული განცხადებები არ შეიცავს საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებას და არასწორი დასკვნების გზით, ზიანს აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს.