საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და მე-10 მოწვევის პარლამენტის 30 დეპუტატის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ირინე იმერლიშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ, ვასილ როინიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განჩინებას დაერთვება მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებები.

როგორი შეფასებები მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს უარს წარმოებაში მიეღო პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები.