საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რევაზ ნადარაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ, 2025 წლის 3 აპრილს დაინიშნა. ის 15 წლის განმავლობაში, საერთო სასამართლოებში მოსამართლის უფლებამოსილებას ასრულებს.