საკონსტიტუციო სასამართლო ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს.

მეორე კოლეგია გამწესრიგებელ სხდომაზე მსჯელობს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს, რომელშიც ომბუდსმენი სადავოდ და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეებს უკრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს, ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის, პლაკატის, ტრანსპარანტის, ან აფიშის განთავსებას.

სარჩელში საუბარია სხვადასხვა შემთხვევაზე, მათ შორის, 2018 წლის 11 სექტემბერზეც, როცა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე შვილმოკლული მამების მხარდამჭერ აქციაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება და განმარტეს, რომ ეს საჭიროებდა სპეციალურ ნებართვას.