საკონსტიტუციო სასამართლო 30 – საიუბილეო ღონისძიება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი შესრულდა. ინსტიტუცია, როგორც კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა საკუთარ მიმართვაში. საიუბილეო ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ. კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან, გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა საიუბილეო ღონისძიებაზე.