საკონსტიტუციო სასამართლო 30 – საერთაშორისო კონფერენცია

21:36, 05.11.2026

პრემიერმა დღეს ცალკეული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა და ვენის კონვენციასთან ერთად სამართლის უზენაესობის პრინციპები შეახსენა. იმ საქმეებს შორის, რომლებზეც მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დიპლომატებისგან შეკითხვები დაისვა, პარტიების აკრძალვის სარჩელიც დასახელდა. პრეცედენტული სარჩელის გამო ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია – 30 წლის წინ დაფუძნებული ინსტიტუცია დღეს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. დაარსების დღე საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნეს. გამოსვლების დროს ხელისუფლების პირველმა პირებმა ბევრი ისაუბრეს სასამართლოს, როგორც ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფოებრიობის განმტკიცების და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტზე და ინსტიტუციის განსაკუთრებულ როლზე. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წინა ხელისუფლების მმართველობის წლებიც, რომელიც, ნდობის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდად შეფასდა.

მსგავსი