4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების და ვერშემდგარი მშვიდობიანი დამხობის შემდეგ, როგორია ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია.
რა გეგმა აქვთ პარტიებს და როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. ნაწილი ერთობის მომხრეა და ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ნაწილის გეგმებში, ზოგიერთ პარტიებთან თანამშრომლობა არ შედის. მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ლელო“ და გახარიას პარტია. გიორგი გახარიას პარტია გრძელვადიან საბრძოლო სტრატეგიაზე საუბრობს, სადაც საკრებულოებში მოპოვებული მანდატების ათვისებას გეგმავენ. ამასთანავე, მათ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატების საკითხზე, საბოლოო პასუხი არ გაუჟღერებიათ. განსხვავებით სხვებისგან, გიორგი გახარიას პარტიას საპარლამენტო სია ჩახსნილი არ აქვს. საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული საკრებულოების მანდატების გამოყენებას ფიქრობს „ლელო“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გასულ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ოპოზიციის რეალური მიზანი გამოააშკარავა, რაც არეულობა და ძალადობით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.