საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა – შეფასებები

21:30, 09.11.2026

ისტორიული სასამართლო პროცესი ხვალიდან განახლდება.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. პლენუმი შეკითხვებით ჯერ მოსარჩელე, შემდეგ კი მოპასუხე მხარეს მიმართავს. გარე დირექტივების შესრულება, კონსტიტუციური წყობილების არ ცნობა, საბოტაჟი, ხელისუფლების დამხობის არაერთი მცდელობა და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა – მმართველი გუნდი სასარჩელო მოთხოვნას ამ არგუმენტებით ამყარებს და ამტკიცებს, რომ აუცილებელია ოპონენტების არაკონსტიტუციურ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს. ოპოზიცია კი რომელიც განვლილი პროცესების განმვლობაში სარჩელის კოლექტიურობის პრინციპს აპროტესტებდა და ბრალდებების გამიჯვნას ითხოვდა, სარჩელში განსხვავებული აზრის ჩახშობის და დიქტატურის დამყარების მცდელობას ხედავს.

რომელი პარტია აღმოჩნდება კონსტიტუციის მიღმა – სასამართლო პროცესების განახლებამდე მხარეთა პოზიციები თათია ტაბეშაძემ მოისმინა.

მსგავსი