საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
პაექრობის ეტაპი, დღე მეორე – პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა ისევ დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა კითხვის დასმამდე, სარჩელის ავტორების მხრიდან, 2004-12 წლებში ჩადენილი იმ დანაშაულების ჩამონათვალს, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა დაადგინა. სწორედ ტერმინი სისტემური გახდა ხმაურის მიზეზი. დანაშაულის სიხშირე არ ნიშნავს სისტემურობას, – ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახლების“ წარმომადგენელთა პასუხი. ოპოზიციამ მოსარჩელე მხარეს 90-იან წლებში და 2012 წლის შემდეგ მომხდარი ფაქტები შეახსენა. ხმაური მოჰყვა მოპასუხე მხარის შეკითხვებსაც, კამათის მიზეზი ისევ 2008 წლის ომი და ევროსაბჭოს რეზოლუციის სადავო მე-5-ე და მე-11-ე პუნქტები გახდა.