საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესი.
დღევანდელი დღე მოსარჩელე მხარეს დაეთმო. „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტ პარტიებს კითხვები დაუსვა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, მათ შორის სასამართლოს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ასევე ითხოვდა თუ არა ოპოზიცია კონკრეტული პირების სანქცირებას. სასამართლო დარბაზში გაჟღერდა ამონარიდები ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ ძალადობის მხარდაჭერად აღიქვამს.