საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.
პლენუმის კითხვებს პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა უკვე უპასუხეს. რიგით მეოთხე მოპასუხე პარტია კი „გახარია საქართველოსთვის“ არის. დღეს ასევე, სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც არ დაკმაყოფილდა.