საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. პლენუმის კითხვებს პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა უკვე უპასუხეს. რიგით მეოთხე მოპასუხე პარტია, რომელმაც მოსამართლეთა შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი, „გახარია საქართველოსთვის“ იქნება.
დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. პარტია ითხოვს სასამართლომ მიიღოს განჩინება, ან გამოსცეს წერილობითი განმარტება, რითაც განსაზღვრავს მტკიცებულების სტანდარტს, თუ რომელ პარტიას რა მტკიცებულება მიემართება და როგორ უნდა დაიცვან მათ თავი.
დაკმაყოფილდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა – ნათია ქენქაძე სხდომის დეტალებით პირდაპირ ეთერში #მოამბე