საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე პლენუმის კითხვებს პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ. შეკითხვები ძირითადად 2024 წლის საპროტესტო აქციებს უკავშირდება. მოსამართლეები ინტერესდებიან, თუ რა კრიტერიუმებით ფასდება პოლიტიკოსის მხრიდან ძალადობრივი მოწოდება და მიიჩნევს თუ არა პარტია ხელისუფლების შესაცვლელად სახელმწიფო შენობებში შეჭრას მისაღებ ფორმად.
ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე