საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში 12:00 საათზე განახლდა. პროცესის ფარგლებში შეკითხვები შეეხება ყველა იმ ბრალდებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს უყენებს. პლენუმი თავდაპირველად კითხვებით მოსარჩელე მხარეს მიმართავს, შემდეგ კი – მოპასუხე მხარეს მოუსმენს.
გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას დაისვა კითხვა, თუ რა სარგებელს ან ზიანს მოუტანს ქვეყანას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. სარჩელის ავტორებმა კიდევ ერთხელ წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები და განაცხადეს, რომ პარტიების აკრძალვის ყველა სამართლებრივი საფუძველი საკონსტიტუციო სარჩელშია ასახული.
ოპოზიცია კი ხელისუფლების მტკიცებულებებს აბსურდულად აფასებს და აცხადებს, რომ სარჩელი ქვეყანაში ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.
თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე