საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება.
სხდომა დღეს ხმაურიანი იყო და ამ დრომდე კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდება. შეკითხვები ეხება ყველა ბრალდებას, რაც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მიმართ აქვს. ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული რეპლიკები რამდენჯერმე კამათში გადაიზარდა. დღეს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი. მათი დაბრუნების შესახებ შუამდგომლობა დააყენა თანაპარტიელმა თენგო თევზაძემ, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.