საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომა ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება. პლენუმი შეკითხვებით ჯერ მოსარჩელე, შემდეგ კი მოპასუხე მხარეს მიმართავს. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს, სარჩელი კი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ პარტიების აკრძალვის მოთხოვნას შვიდი მოსამართლიდან ხუთი ხელს მოაწერს.
თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე