საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ვინ აღმოჩნდება კონსტიტუციის მიღმა – სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
რა ფაქტებით ამყარებს მმართველი გუნდი საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას – ახსნა-განმარტებით სასამართლოს წინაშე არჩილ გორდულაძე წარდგა. მკვლელობისა და წამების სისტემური პრაქტიკის შექმნა, კანონსაწინააღმდეგო, ექსტრემისტული და ძალადობრივი ქმედებები, სახელმწიფო უწყებების შტურმით აღების და ხელისუფლების დამხობის მცდელობები. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, სარჩელში მოყვანილი ფაქტებით დასტურდება ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის მუდმივი დარღვევა. მოქმედი ხელისუფლება ხუთივე ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ განიხილავს და მათ გაუქმებას მოითხოვს. სწორედ კოლექტიურობის პრინციპს აფასებს სამართლებრივ ნონსენსად მოპასუხე მხარე. „ნაციონალური მოძრაობა“ სარჩელში ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და საექსპერტო დასკვნების არ არსებობაზე მიანიშნებს.
უპრეცედენტო სასამართლო პროცესის დეტალები.