საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა განახლდა.
დღეიდან სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვის ეტაპი დაიწყო. მოსარჩელე მხარე წარადგენს მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვს ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას. არგუმენტებს შორის არის სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არ აღიარება და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება. თავის მხრივ, მოპასუხე მხარე, საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენს.