საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

18:07, 25.10.2026

აეკრძალება თუ არა საქმიანობა ხუთ უმსხვილეს პოლიტიკურ სუბიექტს? ისტორიული პროცესი ხვალიდან განახლდება და ის პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება. ორშაბათიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპი იწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მხარე, შვიდი მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს დეტალურად წარუდგენს მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვს ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას. სასარჩელო მოთხოვნაში მმართველი გუნდის ძირითადი არგუმენტებია – სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება. საბოლოო გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღებიდან ცხრა თვის ვადაში გამოცხადდება. თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აეკრძალება ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.

მსგავსი