საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 

21:21, 23.10.2026

სამდღიანი ხმაურიანი პროცესი და უარი ოპოზიციის თითქმის ყველა შუამდგომლობაზე – საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას ორშაბათიდან განაახლებს.

დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. დღევანდელი სხდომა ძირითადად გიორგი გახარიას პარტიის შუამდგომლობებს დაეთმო. ყოფილი პრემიერის პარტია, რომელიც ასაკრძალთა სიას ერთი წლის შემდეგ დაემატა, „ქართული ოცნების“ ლიდერების მოწმეებად დაკითხვას, საქმის განხილვის ერთი თვით გადადებას და ერთ-ერთი მოსამართლის აცილებას ითხოვდა. ექს-პრემიერის გუნდთან მოსარჩელე მხარის ძირითადი პრეტენზიები 20 ივნისის მოვლენებს და სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს განთავსებას ეხება. ორშაბათს გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა კოლეგია ორ რეზონანსულ საქმეზე მმართველი გუნდის მოქმედი და მაშინდელი მაღალჩინოსნების გამოკითხვის შუამდგომლობას. ხუთივე პარტია მოსამართლეთა კოლეგიას ხელისუფლების დავალებებით მოქმედებაში ადანაშაულებს და უნდობლობას უცხადებს.

ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის უპრეცედენტო სამართლებრივი პროცესი და ხელისუფლება ოპოზიციის პირისპირ – თამუნა წიკლაური ბათუმიდან.

მსგავსი