საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პროცესი განახლდა. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომელიც სახელმწიფო უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვას ეხება, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ასევე ითხოვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იმ დოკუმენტების გამოთხოვას, რომელშიც ასახულია 2012 წლიდან დღემდე, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი. მათი შუამდგომლობა ჯამში 10 მოთხოვნას მოიცავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე