საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
თითქმის ექვსი საათია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს. ამ დრომდე პროცესზე მსჯელობის მთავარი თემა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შუამდგომლობებია – მოსამართლეთა აცილება, პროცესზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოწმის სახით დაკითხვა, სხდომებზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრება. ამ დრომდე მოსამართლეებს ოპოზიციის არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებიათ. ასევე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ ოპოზიციის კიდევ ერთ შუამდგომლობაზე – პარტია „ახალი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღებას ითხოვს. ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში, პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.