საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები

18:16, 05.11.2025

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს და მის შინაარსს ეხმაურებიან პოლიტიკოსები.

პარტია „ლელოში“ ამბობენ, რომ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტებს არ ემყარება და ის ავტორიტარიზმის მორიგი გამოვლინებაა. „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ კი თვლის, რომ პარტიების აკრძალვის პრეცედენტი, ქვეყნისთვის ნეგატიური მოვლენა იქნება. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ სამი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალისა“ და „ლელოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. მმართველ გუნდს, პარტიების აკრძალვის არგუმენტებს შორის, მოყვანილი ჰყავს ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევები, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები და 2012 წლის შემდეგ განვითარებული პროცესები. სასამართლოს, გადაწყვეტილების მისაღებად, ცხრათვიანი ვადა აქვს.

მსგავსი