საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები

15:09, 01.11.2025
კვლავ შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლოში შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას გულისხმობს. მოთხოვნის პასუხად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. სასამართლოს უკვე მიმართა პარტია „ლელომ“, რომელსაც სოლიდარობას უცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი. ოპოზიციური პარტიები ამ ნაბიჯს არაკონსტიტუციურად და დიქტატურის მორიგ გამოვლინებად აფასებენ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ ის სამი პოლიტიკური ძალაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელისუფლებო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრათვიანი ვადა აქვს.

მსგავსი