„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. მომზადებულ სარჩელს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და ამბობს, რომ ეს ფორმა შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება დიდი ხანია ელოდება. უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. „ქართული ოცნების“ განცხადებით, დღის წესრიგში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება, ვისაც კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობები ექნება.