საკონსტიტუციო სარჩელი – ოპოზიციის კონსულტაციები ელჩებთან 

21:09, 20.10.2026

საქართველოს ისტორიაში პირველად ხუთი პოლიტიკური პარტია აკრძალვის და არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფრთხის წინაშე დგას.

საათები რჩება საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე. ერთი დღით ადრე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება ხელისუფლებაზე, რომელიც სასარჩელო მოთხოვნას საბოტაჟის, დესტაბილიზაციის მცდელობების, კონსტიტუციური წყობილების არცნობის და არჩევნების შედეგების მუდმივად არაღიარების არგუმენტებით ხსნის. სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე ასაკრძალი პარტიების ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩებმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიიღეს. შეხვედრაზე არ ყოფილა გახარიას პარტია, რომელიც სასამართლოს მისი პარტიის საკითხის გამოყოფას და ცალკე განხილვას სთხოვს. მკვეთრად ნეგატიური გზავნილები ისმის ბრიუსელიდან, რასაც საგარეო უწყება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად აცხადებს. სამინისტრომ დღეს ევროკავშირს სპეციალური განცხადებით მიმართა.

პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება თუ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების ხელყოფა: ორად გაყოფილი პოზიციები და არაერთგვაროვანი მოლოდინები – პრემიერი ამბობს, რომ ასაკრძალი პარტიების დღეები დათვლილია. უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელი პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.

 

მსგავსი