საკონსტიტუციო სარჩელი – გარე აქტორების რეაქცია
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები ნეგატიური საერთაშორისო რეაქციების მიზეზია. ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესი გარე აქტორების მხრიდან პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმად და ავტორიტარულ რეპრესიებად ფასდება. „პოლიტიკური კონკურენცია საარჩევნო ყუთთან უნდა წყდებოდეს და არა პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორების გზით“ – ასეთია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილი, რომელიც ხელისუფლებას სარჩელის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. უფრო მწვავეა შეფასებებში „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ – ალდე ევროკავშირს მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. გარე აქტორების კრიტიკულ გზავნილებს მმართველი გუნდი სასამართლოზე ზეწოლად და მუქარად განიხილავს. ოფიციალური თბილისი ბრალდებების ავტორებს კანონის უზენაესობის პატივისცემის და თავშეკავებისკენ მოუწოდებს.