საკონსტიტუციო სარჩელი – დებატები პარლამენტში
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე, ცხარე კამათის მიზეზი გახდა პარლამენტში.
საკონსტიტუციო სარჩელის ავტორებმა არგუმენტები, რის საფუძველზეც ოპონენტების გაუქმებას ითხოვენ, საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააჟღერეს. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში მხოლოდ გახარიას გუნდია წარმოდგენილი. მძიმე ბრალდებების მოსმენა სწორედ ექს-პრემიერის პარტიის წევრებს მოუხდათ. თუმცა სასარჩელო მოთხოვნას მათი აკრძალვის თაობაზე საპარალამენტო ოპოზიციის არცერთი წევრი არ იზიარებს. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპონენტებმა მმართველ გუნდს გახარიას პარტიის მხრიდან საბოტაჟის და კონსტიტუციის დარღვევის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენა მოსთხოვეს. კამათი მძიმე ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა.