საკონსტიტუციო სარჩელი და ცვლილებები კანონმდებლობაში

21:42, 14.10.2025

კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მმართველობა და ბოლოს 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესები – ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს. მმართველი გუნდი ახლა სარჩელის ბოლო დეტალებს ათანხმებს. ოპონენტთა ნაწილის ქმედებების არაკონსტიტუციურობის არგუმენტით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებსაც აინიცირებს. კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს, პასიური საარჩევნო უფლება ჩამოერთმევათ და პარტიული საქმიანობა აეკრძალებათ. დაუშვებელი ხდება სხვა პარტიაში გაწევრიანებაც. ვიდრე გაირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში, ოპონენტები მმართველი პარტიის ორივე გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. რეაქციები მძიმეა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

მსგავსი