საკონსტიტუციო სარჩელი

ყოფილი მოსამართლე, ნანა წულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნის წესს ასაჩივრებს.

სასამართლოს პლენუმმა საქმე წარმოებაში მიიღო და არსებითი განხილვაც დაიწყო. გასაჩივრებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით, პირის მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. ამასთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელიც თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის და არა დანიშვნის წესით. პარლამენტის წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ მოსამართლედ პირის დანიშვნასა და კონკურსის წესით შერჩევას შორის, არსებითი განსხვავებაა.