საკონსტიტუციო სარჩელი
ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამშაბათიდან განახლდება. პროცესი ხვალ იყო ჩანიშნული, თუმცა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ერთი დღით გადაიდო. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი თავდაპირველად შეკითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამს, შემდეგ კი მოპასუხე მხარეს მოუსმენენ.
სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და საბოტაჟი – ასეთია მოსარჩელე მხარის ბრალდებები ხუთი ოპოზიციური სუბიექტის მიმართ.
ხელისუფლების ოპონენტები წარდგენილ ბრალდებულებს არ ეთანხმებიან. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, აღნიშნული პარტიების აკრძალვა მნიშვნელოვანი საკითხია.