საკონსტიტუციო სარჩელი

12:02, 01.11.2026

შუამდგომლობების წარდგენისა და ახსნა-განმარტებების ორკვირიანი ეტაპი დასრულებულია. ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, პროცესი ზუსტად რვა დღეში, 9 ნოემბრიდან განახლდება და კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

კონსტიტუციური წყობილების არაღიარება, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება – ასეთია მოსარჩელე მხარის ბრალდებები. მმართველ გუნდში საკუთარ მტკიცებულებებს დასაბუთებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს არგუმენტები არ გააჩნიათ.

მსგავსი