საკონსტიტუციო სარჩელი

12:16, 06.11.2025

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელსა და მის შინაარსზე საუბრობენ პოლიტიკოსები. „ლელოში“ ამბობენ, რომ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტებს არ ემყარება და ის ავტორიტარიზმის მორიგი გამოვლინებაა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩის“ წევრები კი თვლიან, რომ პარტიების აკრძალვის პრეცედენტი, ქვეყნისთვის ნეგატიური მოვლენა იქნება. „ქართული ოცნება“ სამი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალისა“ და „ლელოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. მმართველ გუნდს პარტიების აკრძალვის არგუმენტებს შორის მოჰყავს ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევები, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები და 2012 წლის შემდეგ განვითარებული პროცესები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 9 თვე აქვს.

მსგავსი