საკონსტიტუციო სარჩელი
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სავარაუდოდ ხვალ მიმართავს.
უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. რა კრიტერიუმებით განისაზღვრება პარტიათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც უნდა აიკრძალოს და ვინ იქნება სიაში, ვისაც პოლიტიკური მოღვაწეობა შეეზღუდება ჯერ უცნობია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ოცნების“ მიერ წამოწყებული დავა კონსტიტუციურ ნორმებს არღვევს.