„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს სარჩელი ემსახურება პოლიტიკური ველიდან ოპონენტების გაქრობას, პარტია „გირჩი“ კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი აკრძალვისკენ თვითონაც გადადგეს ნაბიჯი.
მმართველ გუნდში ისევ განმარტავენ, რომ ეს სარჩელი შეეხება არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მასთან ასოცირებულ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც, მათი თქმით, ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ. უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში, სავარაუდოდ, ათამდე პარტია მოხვდება.