საკონსტიტუციო სარჩელი
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ კვირაში მიმართავს. ხელისუფლებამ ოპოზიციის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დააანონსა და სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, დღის წესრიგში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება, ვისაც კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობები ექნება.