საკონსტიტუციო სარჩელი

15:18, 09.10.2025

„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მიმართავს. როგორც ცნობილია, სარჩელზე პარლამენტში იურიდიული ჯგუფი უკვე მუშაობს, სარჩელს მთავარ საფუძვლად დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული თითქმის 500-გვერდიანი დასკვნა უდევს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სარჩელი არაერთი ფაქტითა და მტკიცებულებით იქნება გამყარებული. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთვის ის, რომ მმართველ გუნდის მიზანი პარტიისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა, ახალი არაა, თუმცა, ამბობენ, რომ თუკი ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს, ბრძოლას მაინც გააგრძელებენ და ეს ვერ გახდება მათთვის ხელისშემშლელი. ამბობენ იმასაც, რომ „ქართულ ოცნების“ მიზანი არა მხოლოდ მათი პარტიის, არამედ სხვ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაცაა და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ძალების კოორდინაციასა და დიდი საერთო მოძრაობის შექმნაზე იფიქროს.

მსგავსი