საკონსტიტუციო სარჩელი – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18:02, 20.10.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება, შეშფოთებას გამოთქვამს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ, საქმის არსებითად განხილვამდე, სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება, საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს, მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს. სამინისტრო შეშფოთებით აღნიშნავს, ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად შემაშფოთებელია. მისი თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა.

მსგავსი