საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა

საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის განრიგი განსაზღვრეს. კომისიის წევრები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრებს 13 სექტემბერს თელავიდან დაიწყებენ. მსგავსი შეხვედრა სულ 11 რაიონში გაიმართება. პროცესი თვის ბოლოს დასრულდება. სახალხო განხილვების პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვის მომხრეა.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებით საქართველო 2020 წლიდან შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადავა.